სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო

01 მაისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო. 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. მამუკა ბახტაძემ, სიტყვით გამოსვლისას, მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და უნიკალური სახეობების აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ეს იქნება პროექტი, რომლითაც, დარწმუნებული ვარ, იამაყებს არამარტო ჩვენი თაობა, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და მის განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარმოადგინა. ლევან დავითაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ველური ბუნების სააგენტოს ძირითად ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. 

„ჩვენი მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული „მწვანე ეკონომიკის“ სტრატეგიის ფარგლებში აქ დაფუძნდება „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს განახორციელებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

სააგენტოს მიზნები და ამოცანები:
• სახეობათა და მათი ჰაბიტატის აღრიცხვა და მონიტორინგი;
• სახეობათა აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა;
• სახეობათა აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის დაგეგმვა;
• კერძო სექტორისთვის სადედე ჯგუფებისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება;
• სალიცენზიო ფართობების იდენტიფიცირება და სალიცენზიო პირობების შემუშავება სახეობათა და ჰაბიტატების კუთხით;
• მონადირეთა და მეთევზეთა სერტიფიცირება;
• სხვადასხვა სახეობის ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
• მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

ტყე-პარკში წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გაშენდება მცენარეები წითელი ნუსხიდან. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია – რეკრეაციული სივრცე, ტყე-პარკი ღია იქნება და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან ელექტრომობილით იქნება დაშვებული.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი იშვიათი ფრინველი „კოლხური ხოხობი“ გაუშვეს.

  • შოთა რეხვიაშვილი კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო