სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულში თენგიზ ნავერიანის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა

22 დეკემბერი 2018

22 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და მარნეულის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატს დაესწრო. 

სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა. ადგილობრივი შემსრულებლები სტუმრების წინაშე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრებით წარდგნენ. 

შოთა რეხვიაშვილმა, ჩემპიონატის მონაწილე წარმატებული სპორტსმენები პირადად დააჯილდოვა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული, მადლობა გადაუხადა, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 

ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენდს. გამარჯვება მოიპოვეს თბილისის, მარნეულის, გორისა და ქუთაისის ძიუდოს კლუბებმა. 

აღსანიშნავია, რომ თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი, წელს, მერვედ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზება მარნეულის მუნიციპალიტეტმა და საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ უზრუნველყო. 

  • მარნეულში თენგიზ ნავერიანის სახელობის ჩემპიონატი გაიმართა