სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მარნეულში

14 ნოემბერი 2018


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი და მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე მუნიციპალიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას დაესწრნენ.

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია და მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო თემატური დისკუსია.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რეგიონში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით აღინიშნება. ღონისძიებები კვირის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან UNESCO-ს ინიციატივით, 16 ნოემბერს აღინიშნება.


  • ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მარნეულში
  • ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მარნეულში
  • ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მარნეულში
  • ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მარნეულში
  • ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მარნეულში