სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შოთა რეხვიაშვილი მუსლიმთა სამმართველოს საანგარიშო ღონისძიებაზე

10 ნოემბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან, ზაურ დარგალთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წლის შემაჯამებელ საანგარიშო ღონისძიებას დაესწრო. 

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები, მუსლიმთა სამმართველოს უხუცესი წევრები, სასულიერო ლიდერები და სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეები.

ღონისძიების ორგანიზატორებმა, დამსწრე საზოგადოებას სამმართველოს მიერ, წლების განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები გააცნეს და სახელმწიფოს ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქვემო ქართლის გუბერნატორი, რომელმაც საქრთველოში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის განვითარების პროცესში თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

  • შოთა რეხვიაშვილი მუსლიმთა სამმართველოს საანგარიშო ღონისძიებაზე