სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში 350 ოჯახი საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში დაიკანონებს

05 ნოემბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით, რუსთავში, მეექვსე და მეთერთმეტე მიკრორაიონში მცხოვრები, დაახლოებით, 350 ოჯახი, საცხოვრებელი ფართის დაკანონებას შეძლებს.

პრობლემა, ორი ათეული წლის განმავლობაში, ქალაქში მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენდა. 
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად კი, დაიწყო პროცედურების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა, საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში, უახლოეს პერიოდში, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაირეგისტრირებს.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია, დღეს, მოსახლეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეებმა, ზვიად ჭუნაშვილმა, კახა კობერიძემ და ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გააცნეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები დიალოგის რეჟიმში განიხილეს. ზვიად ჭუნაშვილმა, ადგილობრივ მცხოვრებლებს კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო, რომლის საფუძველზეც, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს.

  • რუსთავში 350 ოჯახი საცხოვრებელ ფართს საკუთრებაში დაიკანონებს