სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მსჯელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ

31 ოქტომბერი 2018

31 ოქტომბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი რუსთავის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. 

საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის მიერ განხორციელებული ერთობლივი რეფორმის შედეგად 3000 მოზარდს საკუთარი შეცდომების გაანალიზების და გამოსწორების საშუალება მიეცა და ცხოვრების სწორ გზას დაუბრუნდა. 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰერცელმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილოვმა, პროექტის “EU4Justice” ხელმძღვანელმა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რენატა ვინტერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. 

საუბარი შეეხო, არასრულწლოვანთათვის განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს და ასევე, სისხლის სამართლის სისტემაში მყოფი ბავშვებისათვის შესაბამისი, მათზე მორგებული გარემოს შექმნას. 
ღონისძიება დასასრულს, რუსთავის სასამართლოს შენობაში “ბავშვზე მორგებული სივრცე” ოფიციალურად გაიხსნა. 

  • მსჯელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ