სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შეხვედრა მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან

22 ოქტომბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, ,,მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ სტუდენტებს შეხვდა. 

ახალგაზრდების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე გუბერნატორმა სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილელობაზე, პროფესიული განათლების მიღებისა და მოკლევადიანი გადამზადების სისტემის პერსპექტივებზე ისაუბრა. 

შოთა რეხვიაშვილმა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაქმების მეტ შესაძლებლობას ქმნის. 

მხარის გუბერნატორმა სტუდენტებისთვის საინტერესო თემები, დიალოგის რეჟიმში, განიხილა და მათი პროფესიული გეგმების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. 

შეხვედრაზე იმყოფებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, რომელმაც სტუდენტებს ახალგაზრდული მიმართულებით არსებული მუნიციპალური სერვისები და შესაძლებლობები გააცნო. 

საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინეს და უახლოესი გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

  • შეხვედრა მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებთან