სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

„დაგვიანებული აღსარება“ - თეატრალური ღონისძიება მარნეულში

02 ოქტომბერი 2018

2 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლაში, ლიტერატურულ კომპოზიციას სახელწოდებით, „დაგვიანებული აღსარება“ დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, უფროსკლასელებმა გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ქრონიკები, რომლებიც საქართველოში, 25 წლის წინ, განვითარებულ მოვლენებს და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ასახავდა. 

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ - დრამატულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებმა, რომლებმაც ჩატეხილი ხიდის გამთლიანების, საერთო, სურვილი თემატური ღონისძიებით წარმოადგინეს. 

  • „დაგვიანებული აღსარება“ - თეატრალური ღონისძიება მარნეულში