სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორმა ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

01 ოქტომბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი და რუსთავის მერი კომპანია ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

სამუშაო შეხვედრაზე შოთა რეხვიაშვილმა მგზავრთა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო და მათგან არსებული ხარვეზებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. 

საუბარი შეეხო ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიმცირეს, ალტერნატიული მარშრუტებისა და ავტობუსების დამატების საკითხს, ასევე მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემის სრულყოფის საჭიროებას. 

მხარის გუბერნატორის განცხადებით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და კომპანიის წარმომადგენლებთან ინტენსიური კომუნიკაციის საფუძველზე მოხდება იმ პირობებზე შეჯერება, რომელიც მგაზრთა ინტერესების გათვალისწინებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. 

  • გუბერნატორმა ,,ინტერტრანსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა