სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ბოლნისქალაქობა 2018

01 ოქტომბერი 2018


ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა, ,,ბოლნისქალაქობა 2018“ ადგილობრივ მცხოვრებლებთან და მუნიციპალიტეტის სტუმრებთან ერთად აღნიშნა. სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში ქვემო ქართლის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები, გუბერნატორის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

ღონისძიებების ფარგლებში, ბოლნისის ისტორიულ უბანში წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა, მოეწყო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები და ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა სპორტული აქტივობები, ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და კარატეში.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითმა ჯგუფებმა ქართული ტრადიციული, მრავალფეროვანი, მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„ბოლნისქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, გამოვლინდნენ მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები, რომლებიც ბოლნელმა მთავარეპოსკოპოსმა, მეუფე ეფრემმა და მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს. 

შოთა რეხვიაშვილმა, სპეციალური სიგელი და მედალი პირადად გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს მასწავლებელსა და დოცენტს, აკადემიურ დოქტორს, ისტორიის აკადემიური კათედრის გამგეს, უნივერსიტეტის სწავლულ მდივანს, აკადემიური საბჭოს მდივანს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიური და სადისერტაციო საბჭოების მდივანს და ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების და განვითარების უფროსს, 50-მდე სამეცნიერო მონოგრაფიისა და სხვადასხვა სალექციო კურსის პროგრამის რექტორს, ემილი კოპალიანს. 

,,ბოლნისქალაქობა 2018“ ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ გალა-კონცერტით დასრულდა.


  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018
  • ბოლნისქალაქობა 2018