სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქოსალარის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

28 სექტემბერი 2018


11 სექტემბერს, სოფელ ქოსალარში, ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივების მიერ სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასახელებული პრობლემის გადასაჭრელად, წყალმომარაგების შიდა ქსელზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობაში სასმელი წყლის თანაბარი განაწილება და წყლის რესურსების რაციონალური ხარჯვა.

წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი და ააიპ თეთრიწყარო წყალის დირექტორი გიორგი გოცირიძე. 

სამუშაოებს ახორციელებს ააიპ „თეთრიწყარო წყალი“.


  • ქოსალარის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება