სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა გაიხსენეს

27 სექტემბერი 2018

27 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირი. 

ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. 

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

  • რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა გაიხსენეს