სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადების შესახებ

21 სექტემბერი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების განიხილეს. სამუშაო შეხვედრას, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მხარის გუბერნატორმა, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მნიშვნელობზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, ამ მიმართულებით, განსახორციელებელი, კონკრეტული, წინადადებები განიხილა. 

შეხვედრის მიმდინარეობისას, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირეჯიბმა, დეტალურად ისაუბრა 2018-19 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სპორტულ ლიმპიადებში, მუნიციპალიტეტების სკოლების მაქსიმალურ ჩართულობას და მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს.

შოთა რეხვიაშვილმა, სპორტულ ოლიმპიადებში წარმატებული ასპარეზობისთვის და მიღწეული შედეგებისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წალკისა და ბოლნისის წარმომადგენლებს, რომელთა ძალისხმევითაც, გასული სასწავლო წლის სპორტულ აქტივობებში მუნიციპალიტეტების ყველა სკოლა მონაწილეობდა. 

  • სამუშაო შეხვედრა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადების შესახებ