სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

10 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვისტო 2018


დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რუსთავში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. 

ადგილზე აღევლინა პარაკლისი, ანსამბლ „მე რუსთველის“ წევრებმა კი, გმირების პატივსაცემად, რამდენიმე პატრიოტული სიმღერა შეასრულეს. 

დღესვე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გუბერნატორის მოადგილემ, აგვისტოს ომში, საბრძოლო მოქმედებების დროს, გმირულად დაღუპული ლევან დევდარიანის საფლავი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის თავდადებული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენა. 

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას რუსთავიდან ექვსი, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ადგილობრივი დაიღუპა. 

ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომის გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. 


  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან
  • 10 წელი აგვისტოს ომიდან