სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

საზაფხულო სკოლა რუსთაველი ახალგაზრდებისათვის

15 ივლისი 2018

14 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე და რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საზაფხულო სკოლის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი  საქმიანობის შესახებ, დიალოგის რეჟიმში, ისაუბრეს.

რუსთავში, საზაფხულო სკოლა 13 ივლისს გაიხსნა. 3 დღიანი პროგრამის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს, ეწყობა შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის რუსთაველებთან. 
ღონისძიება 15 ივლისს,  ჯგუფ ''Uprising''-ის კონცერტით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ორგანიზებითა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.
 
  • საზაფხულო სკოლა რუსთაველი ახალგაზრდებისათვის