სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

„სხვა საქართველო სად არის“ - დასკვნითი ღონისძიება მარნეულში

14 ივნისი 2018

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო ქართლის გუბერნიის მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,დემოსმა“ კონკურს-ფესტივალი, სახელწოდებით - „სხვა საქართველო სად არის“ ჩაატარა.

დასკვნითი კონცერტი, 13 ივნისს, ქალაქ მარნეულში ჩატარდა. კულტურის ცენტრის სცენაზე ჟიურისა და სტუმრების წინაშე. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის, ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები წარდგნენ.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ქართველი კომპოზიტორები და მომღერლები, რუსუდან სებისკვერაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ირმა სოხაძე, ლაშა რამიშვილი და ილია გელაშვილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები, ალექსანდრე მეტრეველი და კახა კობერიძე, რომლებმაც კონკურსის მონაწილეებს წამატება უსურვეს.

გრამპრი რუსთაველმა შემსრულებელმა დავით ქიმერიძემ მოიპოვა, გამარჯვებულს სპეციალური ჯილდო გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ გადასცა.

კონკურს-ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის, ალხან ბინათ ოღლისადმი მიძღვნილი საღამო, აზერბაიჯანული ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა და ფოლკლორული კონცერტი.

აღსანიშნავია, რომ ,,სხვა საქართველოს სად არის“ ქვემო ქართლის რეგიონში უკვე მესამე წელია ტარდება. ღონისძიების ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება ცნობილი ქართველი ხელოვანების მასტერკლასები. ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული სიმღერების პოპულარიზაცია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის ხელშეწყობაა. 

  • „სხვა საქართველო სად არის“ - დასკვნითი ღონისძიება მარნეულში