სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში სასკოლო თეატრალური ფესტივალი დაიხურა

07 ივნისი 2018

7 ივნისს, რუსთავის მე-10 საჯარო სკოლაში, სასკოლო თეატრალური ფესტივალი –,,Art სკოლა 2018" საზეიმოდ დაიხურა და სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული, სპექტაკლით - ,,დევნილი’’, რუსთავის #2 საჯარო სკოლა გახდა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, რუსთავის მერის მოადგილე დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშილი და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი, მე-10 სკოლის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით, უკვე მესამედ ჩატარდა და წელს, მასში მონაწილეობა ექვსმა საჯარო სკოლამ მიიღო. სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების მონაწილეებს სპეციალური სიგელები გადაცეს, გამარჯვებული კი გრანპრით დაჯილდოვდა.

  • რუსთავში სასკოლო თეატრალური ფესტივალი დაიხურა