სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გრიგოლ ნემსაძე აქციაზე #მოდიღამემუზეუმში

19 მაისი 2018

19 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქალაქის ისტორიულ მუზეუმში აქციას #მოდიღამემუზეუმში შეუერთდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის სტუმრებმა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ექსპონანტები დაათვალიერეს, მოგვიანებით კი რუსთავის შესახებ საარქივო მასალებისა და დოკუმენტური ფილმების ჩვენებას დაესწრნენ. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ბენდების მონაწილეობით.

აღსანიშნავია, რომ აქციას #მოდი„ღამე მუზეუმში“, საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ. მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება თემატური ღონისძიებები. 2018 წლის 19 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აქციას საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, მათ შორის რუსთავის ისტორიული მუზეუმიც უერთდება და დამთვალიერებელს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს. 

  • გრიგოლ ნემსაძე აქციაზე #მოდიღამემუზეუმში