სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღნიშნეს

30 აპრილი 2018

30 აპრილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ. 

გრიგოლ ნემსაძემ საბიბლიოთეკო გაერთიანების წარმომადგენლებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

,,ვულოცავ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს და საქმიანობის 70 წლის იუბილეს. დასაფასებელია მათი ღვაწლი ქალაქის წიგნიერი საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში. მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული დაუღალავი შრომისთვის. განათლებული თაობების ჩამოყალიბება და მათი ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვართ მხარდამჭერი ყველა იმ ღონისძიებისა და წამოწყებისა, რომელიც აღნიშნული მიმართულების განვითარებას ემსახურება“-აღნიშნა რეგიონის გუბერნატორმა. 

  • რუსთავში ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღნიშნეს