სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სოფელ აზიზქენდის სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს

16 აპრილი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აზიზქენდის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

მოსწავლეები სტუმრების წინაშე თემატური აქტივობებით წარდგნენ. 

გუბერნატორმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

,,უკვე რამდენიმე ათეული წელია განსაკუთრებული სიამაყით ავღნიშნავთ დედა ენის დღეს. საამაყო და დასაფასებელია, რომ ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ამ ღონისძიებებში და დაინტერესებულები არიან საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ამ პროცესში პედაგოგებს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და ცდილობენ ქართული ენის სწავლებით მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მომავალი თაობების საზოგადოებაში ინტეგრაციას“-აღნიშნა გუბერნატორმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დედაენის დღე1990 წლიდან, ტრადიციულად, 14 აპრილს აღინიშნება. 

  • სოფელ აზიზქენდის სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს