სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შეხვედრა რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებთან

23 მარტი 2018

23 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ასოციაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ქარცივაძემ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან ერთად რეგიონის მასშტაბით, განსახორციელებელი პროექტი განიხილა, რომელიც არაქართველი მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდის შესახებ, რომელიც ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების მეთოდზეა დაფუძნებული.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. 

  • შეხვედრა რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებთან