სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის გუბერნატორი ,,არა ოჯახში ძალადობას“- პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

14 მარტი 2018

14 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან ზაურ დარგალთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, სახელწოდებით ,,არა ოჯახში ძალადობას“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებს გაეცნო. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის ფარგლებში 2017 წელს ამოქმედდა კრიზისული ცენტრი, რომელიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვაზე, 
დახმარებაზე და რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე, ასევე საგანმანათლებლო–სარეაბილიტაციო მომსახურებით უზრუნველყოფაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გეგმავენ უახლოეს პერიოდში შეიმუშაონ პროექტი, რომელიც სხვა მუნიციპალიტეტებში მსგავსი ტიპის დაწესებულების გახსნას ითვალისწინებს. 

,,ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი სამწუხაროდ კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.სწორედ ამიტომ აღნიშნული მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართლაც რომ აუცილებლობას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ამ პროცესებში, როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ჩართულობა, რათა დროულად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ევროკავშირის პროეტი, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე ფუნქციონირებს კრიზისული ცენტრი, სადაც ბენეფიციარები პროფესიონალების დახმარებას იღებენ სხვადასხვა მიმართულებით. მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ჩვენს რეგიონში განახორციელეს. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ მუდმივად დავუჭერთ მხარს ყველა იმ წამოწყებას და პროექტს,რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და მათი უფლებები დაცვისკენ იქნება მიმართული.”-აღნიშნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, შეხვედრის დასასრულს. 

  • ქვემო ქართლის გუბერნატორი ,,არა ოჯახში ძალადობას“- პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა