სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სკოლა ,,მილენიუმში'' 2008 წლის ომის გმირი ზაზა ფერაძე გაიხსენეს

16 თებერვალი 2018

,,უმცროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების“ ცენტრის ინიციატივით, რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში“ ზაზა ფერაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით მცირე კონცერტი მოეწყო, დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომის გმირის შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადაცეს.

ზაზა ფერაძე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ცხინვალში სნაიპერის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როცა საბრძოლო პოზიციებიდან დაჭრილები გამოჰყავდა. აგვისტოს ომის გმირს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 

ოჯახი რუსთავში ცხოვრობს. ბავშვები სკოლა ,,მილენიუმის“ მოსწავლეები არიან.
ზაზა ფერაძეს სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე ხარისხის ორდენი მიენიჭა. 

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე აგვისტოს ომში დაღუპულ 16 გმირთან ერთად, ცხინვალიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის ძალისხმევით, 2008 წლის 2 ოქტომბერს გადმოასვენეს.

  • სკოლა ,,მილენიუმში'' 2008 წლის ომის გმირი ზაზა ფერაძე გაიხსენეს