სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნიაში სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

14 თებერვალი 2018

14 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. 

მუნიციპალიტეტების სპორტული სამსახურის წარმომადგენლებს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წევრებმა და ღონისძიების სპონსორმა 2018 წლის რეგიონული თამაშების ფარგლებში, დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. 

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, ოლიმპიადის სპონსორისგან, სპორტული ინვენტარი გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს. ქვემო ქართლის რეგიონალურ თამაშებს კი ქალაქი რუსთავი უმასპინძლებს.

  • გუბერნიაში სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს