სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი ჟვანის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

13 თებერვალი 2018


13 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. 

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, კახა კობერიძე, ზაურ დარგალი და ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა დეტალურად გააცნო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განვითარების გეგმა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება 2014 წლიდან განახლებული პროგრამებით ხორციელდება. სამიზნე ჯგუფს კი ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონები წარმოადგენს.


  • გუბერნატორი ჟვანის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
  • გუბერნატორი ჟვანის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
  • გუბერნატორი ჟვანის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
  • გუბერნატორი ჟვანის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
  • გუბერნატორი ჟვანის სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა