სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერა რუსთავის თეატრში

05 თებერვალი 2018


4 თებერვალს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, პრემიერა გაიმართა. 

ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების ,,თეთრი ბაირაღების“ ახალ სასცენო ინტერპრეტაცია მაყურებელს რეჟისორებმა ლევან სვანაძემ და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ წარუდგინეს. 

საპრემიერო ჩვენებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ. 

სპექტაკლში მთავარი როლები ვალერი კობერიძემ, სოსო ელიზბარაშვილმა, ზვიად დოლიძემ და სპარტაკ კიკნაძემ დასის სხვა მსახიობებთან ერთად შეასრულეს. 
 


  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში
  • პრემიერა რუსთავის თეატრში