სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევართა გამოფენა რუსთავში

02 თებერვალი 2018

1 თებერვალს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ახალგაზრდა მხატვრის, გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა ,,ტეტრისი’’ გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში რუსთაველმა მხატვარმა დამთვალიერებლის წინაშე 25-მდე ნამუშევარი წარმოადგინა.

გამოფენის გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

გამოფენა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’ და მხატვართა გაერთიანება ,,გამას’’ ორგანიზებით მოეწყო. ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გაცნობას დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში შეძლებს.

  • ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევართა გამოფენა რუსთავში