სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული საბჭოს სხდომა

25 დეკემბერი 2017

25 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური. 

სხდომის მიმდინარეობისას, აუდიტორიის წინაშე თემატური ანგარიშით წარდგნენ როგორც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონის მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. ყურადღება გამახვილდა როგორც საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საბჭოს სხდომები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებმა, სხვადასხვა თემის წარმომადგენლებმა მიიღეს.

  • ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული საბჭოს სხდომა