სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის გუბერნატორი ტურიზმის განვითარების მიზნით გამართულ კონფერენციაზე

18 დეკემბერი 2017

18 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე კონფერენციას სახელწოდებით „ტურიზმი - ადგილობრივი განვითარებისთვის” დაესწრო. ღონისძიება რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების, ასევე მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები აუდიტორიის წინაშე თემატური პრეზენტაციებით წარდგნენ და საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

  • ქვემო ქართლის გუბერნატორი ტურიზმის განვითარების მიზნით გამართულ კონფერენციაზე