სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

კამერული მუსიკის საღამო რუსთავში

17 ნოემბერი 2017


17 ნოემბერს, რუსთავში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსთველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე(გამრეკელი), ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ხელოვნების სფეროს ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი ,,საქართველოს სინფონიეტა'' და რუსთავის კამერული გუნდი მსმენელის წინაშე ანტონიო ვივალდისა და თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებით წარდგნენ.

აღსანიშნავია, რომ კონცერტის მონაწილე, ქართველი და უცხოელი დირიჟორები, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.
რუსთავის სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლამ უმასპინძლა.


  • კამერული მუსიკის საღამო რუსთავში
  • კამერული მუსიკის საღამო რუსთავში
  • კამერული მუსიკის საღამო რუსთავში
  • კამერული მუსიკის საღამო რუსთავში
  • კამერული მუსიკის საღამო რუსთავში