სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ღონისძიება სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში

15 ნოემბერი 2017


საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ხელმძღვანელებთან ერთად სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტისას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაცია-ინვენტარიზაცია სწორედ სააგენტო TİKA-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებიც გადაცეს.

 


  • ღონისძიება სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში
  • ღონისძიება სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში
  • ღონისძიება სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში
  • ღონისძიება სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში
  • ღონისძიება სოფელ თაქალოს საჯარო სკოლაში