სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა რეგიონში ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერების შესახებ

17 ივლისი 2017


17 ივლისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული მიმართულებების გაძლიერების საჭიროებაზე იმსჯელეს. 

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID ,,ზრდა“ და WORLD VISION-საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მხარეებმა ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი გეგმები განიხილეს და იმ კონკრეტულ დოკუმენტზე იმსჯელეს, რომელიც სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეიქმნება.

პროექტის მიზანია ახალგაზდრობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება და საწყის ეტაპზე მისი 18 მუნიციპალიტეტში განხორციელება. 

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში საპილოტე პროექტი წალკის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. 


  • შეხვედრა რეგიონში ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერების შესახებ
  • შეხვედრა რეგიონში ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერების შესახებ