სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა რუსთაველ მხატვრებთან

27 ივნისი 2017


 27 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ მენსაძემ, მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში რუსთაველ მხატვრებს უმასპინძლა. 

 სამუშაო შეხვედრაზე გრიგოლ ნემსაძემ ადგილობრივი შემოქმედებისგან პირადად მოისმინა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. 

მხატვრები გუბერნატორს იმ კონკრეტული საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ, რომელიც მათი პროფესიული საქმიანობის განვითარებისთვის მეტად აუცილებელი და მნიშვნელოვანია. 

მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები. მხარის გუბერნატორი მათ კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერას დაპირდა. 


  • შეხვედრა რუსთაველ მხატვრებთან
  • შეხვედრა რუსთაველ მხატვრებთან
  • შეხვედრა რუსთაველ მხატვრებთან
  • შეხვედრა რუსთაველ მხატვრებთან