სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

11 აგვისტო 2017


8 აგვისტოს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო ადმინისტრაციისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქალაქში მდებარე გმირთა მემორიალი და საომარი მოქმედებებისას დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

დღესვე, რეგიონის გუბერნატორი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ვარკეთილში მდებარე ტაძრის მშენებლობას საფუძველი, 2008 წლის საომარი მოქმედებებისას გარდაცვლილი რუსთაველი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის და მისი თანამებრძოლების სახელობის ფონდის თაოსნობით, საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა.


  • გუბერნატორმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
  • გუბერნატორმა აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო