სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16 თებერვალი 2021

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ჟვანიამ მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებს დეტალურად გააცნო ყველა ის შესაბამისი პროცედურა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველებმა უნდა გაიარონ და პროგრამით დაინტერესებული პირების მაქსიმალური ინფორმირების პროცესში მათი ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

ფიზიკური ჯანმრთელობა;

მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.

რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და პროცედურის გავლა  შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/ 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებისთვის დასარეგისტრირებლად საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

რეგისტრაციის ინსტრუქცია:  https://bit.ly/2N1coCD

ხშირად დასმული კითხვები:  https://bit.ly/3divP4w

ℹ️იხილეთ ვრცლად:  https://bit.ly/3amRhTW

დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა