სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28 იანვარი 2021

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით კულტურულ-საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით მიმდინარე და განსახორციელებელ სამუშაობს.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული, მაღალი დონის, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების, კიდევ უფრო მეტ, გაღრმავებაზე.

შოთა რეხვიაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დეტალურად ისაუბრა რეგიონის განვითარების ეტაპებზე, არსებულ პოტენციალზე და ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შეუქცევადი ინტეგრაციის პროცესზე.   

  • სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა