სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის

11 იანვარი 2021


ქვემო ქართლის რეგიონში სოციალური დახმარებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების აქცია აქტიურად გრძელდება.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცეს.

სოციალურ დახმარებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც რეგიონში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათებს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 67, რეგიონის მასშტაბით კი 300-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს.

სოციალური აქციის პარალელურად რიგდება ბროშურები, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები, მათთვის გასაგებ ენაზეა განთავსებული.


  • სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის
  • სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის
  • სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის
  • სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის
  • სოციალური აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის