სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

30 დეკემბერი 2020


ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ მუნიციპალიტეტებს, კერძო სექტორის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი 200 ოჯახისთვის, სასურსათო პაკეტები გადასცა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტებისა და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებს პანდემიის პერიოდში, მოსახლეობის დახმარების პროცესში, გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევის პერიოდში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.

სასურსათო პაკეტებს ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში - რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახები წინასაახალწლოდ მიიღებენ.


  • აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
  • აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
  • აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
  • აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
  • აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
  • აქცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის