სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ სოციალური აქცია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად

25 დეკემბერი 2020

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტების პაკეტებს მიიღებენ.

სასურსათო ნობათის დარიგება დღეს ქვეყნის მასშტაბით დაიწყო - მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ადგილზე პროცესს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, მაჰირ მამმედოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

შოთა რეხვიაშვილმა, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და აზერბაიჯანელ ხალხს, პანდემიის პერიოდში გამოჩენილი განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ მიერ განხორციელებული სოციალური აქტივობები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, აზერბაიჯანული მხარე, ჰუმანიტარულ აქციებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის პერიოდულად ახორციელებს.

  • „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ სოციალური აქცია მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად