სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

„ფაინ თრი ინთერნეიშენალმა” რეგიონში მორიგი სოციალური აქტივობა განახორციელა

11 დეკემბერი 2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და რუსთავის მერთან ერთად, კომპანია „ფაინ თრი ინთერნეიშენალის” აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბერიძეს შეხვდა.

ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებებისა და საკონდიტრო ნაწარმის სადისტრიბუციო კომპანიამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის გერმანული ბრენდების ,,ჰუმანას“ და ,,ბალსენის” საკვები პროდუქტები გადასცა.

სოციალური აქტივობის ფარგლებში, დახმარებას 156 ბავშვი, სულ 45 სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში ქვემო ქართლის რეგიონში  „ფაინ თრი ინთერნეიშენალმა”  სოციალური აქტივობა უკვე მორედ განახორციელა.

სახელმწიფო რწმუნებულმა, კომპანიის წარმომადგენლებს შედეგიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა დახმარების პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.
 
  • „ფაინ თრი ინთერნეიშენალმა” რეგიონში მორიგი სოციალური აქტივობა განახორციელა