სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ

04 დეკემბერი 2020

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებს ესტუმრნენ და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცეს.

აღნიშნულ სოციალურ დახმარებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც რეგიონში მცხოვრები დედ-მამით ობოლო ბავშვები მიიღებენ.

ასევე დარიგდება ბროშურები, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები, მათთვის გასაგებ ენაზე იქნება დატანილი.

აღნიშნული პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით ხორციელდება.

  • ქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ