სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს

10 ოქტომბერი 2020

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, სოფელ ზემო არქევანში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ კაკლის ბაღში, მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.

ადგილობრივმა ფერმერმა, ბაბეკ ნიაზოვმა, 4 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 16,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 10,000 ლარზე მეტი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს იგი პირველი მოსავლის სახით 5ტონა კაკალს ელოდება. ბაღში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მრავალწლოვანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში 1684ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ კი 8,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

  • პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღებში მოსავლის აღება მიმდინარეობს