სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო შეხვედრაზე

04 ოქტომბერი 2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო, საარჩევნო სესიას დაესწრო.

სხდომაზე სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოს ჩემპიონები, პრიზიორები, ვეტერანი სპორტსმენები და არჩევნებში მონაწილე დელეგატები იმყოფებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ,,ქვემო ქართლის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის“ გამგეობის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თამაზ გველუკაშვილი აირჩიეს, რომელმაც სპორტულ საზოგადოებას 2017 წლიდან-დღემდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო.

შეხვედრის მიმდინარეობისას, აუდიტორიას სიტყვით მიმართა მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა, ქვემო ქართლის ოლიმპიური კომიტეტის ნაყოფიერი საქმიანობის მნიშვნელობზე ისაუბრა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.

  • შოთა რეხვიაშვილი ქვემო ქართლის რეგიონის ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო შეხვედრაზე