სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში

24 სექტემბერი 2020


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონულ ახალგახრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ,,ახალგაზრდული სააგენტოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა.

"ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ახალგაზრდების საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი უშუალო მონაწილეობაა.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც ახალგაზრდების, მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების რეკომენდაციები - ხედვები და მოსაზრებები მაქსიმალურად იქნება ასახული." - აღნიშნა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

ფორუმებზე სააგენტომ სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერისია განიხილა, რის შემდეგაც ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშაო ჯგუფებში გადანაწილდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.

 


  • რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში
  • რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში
  • რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში
  • რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში
  • რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ქვემო ქართლში