სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს "ერთიან კავკასიას" მეშვიდედ უმასპინძლა

31 აგვისტო 2020


ქვემო ქართლის რეგიონმა, ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს „ერთიან კავკასიას“ მეშვიდედ უმასპინძლა - წლევანდელმა აქტივობებმა სოფელი წერაქვი, დაბა შაუმიანი, სოფელი შულავერი, დაბა სადახლო და დაბა კაზრეთი მოიცვა.

ტრადიციული, ინტერნაციონალური ღონისძიება, რომლის მიზანს, კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა წარმოადგენს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის,  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკომისიის განათლების, აუზიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს(EACEA), პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს, კომპანია „არემჯის“ და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.

სამ კვირიანი მოხალისეობითი პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებმა, მუსიკოსებმა, არქიტექტორებმა და ტრენერებმა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივების მონაწილეობით, შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობები განახორციელეს.

„ერთიანი კავკასიის ქალაქში“ სპეციალურად მოწყობილ კინოთეატრში, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების ჩვენება ჩატარდა. საფესტივალო პროგრამის ფარგლებში, 4 დღის განვალობაში, საკონცერტო ნომრები შეასრულეს ისეთმა ბენდებმა, როგორიცაა გორდელა, ჩვენებურები, La Courbe Flottante, Midnight, Sunshine და INFEST.
 
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ფესტივალი, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სპეციალურად მცირე მასშტაბით და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით აღინიშნა.

ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი One Caucasus ფესტივალი, 2021 წლის აგვისტოშიც გაიმართება, წლის განმავლობაში კი პროგრამით გათვალისწინებული არაერთი აქტივობა ჩატარდება.


  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს
  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს
  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს
  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს
  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს
  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს
  • ქვემო ქართლის რეგიონმა ტრადიციულ საერთაშორისო ფესტივალს