საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
12 აგვისტო 2020
12 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარეში სახელმწიფო რწმუნებული უძღვებოდა. შოთა რეხვიაშვილმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, საბჭოს წევრებს, ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოდ ქცეული თარიღი - დიდგორობის სახალხო დღესასწაული მიულოცა.
სხდომის მიმდინარეობისას, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმის ცვლილების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო, საგანმანათლებლო, სარეკრეაციო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც მუნიციპალიტეტებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.