სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფოს მხარდაჭერით თეთრიწყაროში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა

21 ივლისი 2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამამუშავებელი საწარმო - „წინწყარო+“, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაო პროცესს პირადად გაეცნენ.

შპს „წინწყარო+“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით გაფართოვდა - შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში,  სპეციალური დანადგარები შეიძინეს და  შედეგად, ყველის წარმოების პროცესს რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა. საწარმოში დამატებით 225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია, ხოლო ბენეფიციარის ინვესტიცია  70,000 ლარს შეადგენს.

ადგილზე, დღიურად 4 ტონა რძის გადამუშავება ხორციელდება, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ბრენდით - „წინწყარო+“, თბილისის მაღაზიებში ხდება. საწარმოში 25 ადგილობრივია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი გაფართოვდა.
 
  • სახელმწიფოს მხარდაჭერით თეთრიწყაროში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაფართოვდა