სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში საკარანტინო ზონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა

24 მარტი 2020


Ge/Az

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში საკარანტინო ზონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მშვიდი ვითარებაა. გაიზარდა მედიკოსებთან ერთად, მოსახლეობის გადამოწმების პროცესში ჩართული მოხალისეების რაოდენობა. პაციენტების მისაღებად უკვე მზადაა და შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი საველე ჰოსპიტალი, თუმცა ამ ეტაპამდე მსგავსი საჭიროება არ ყოფილა. აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე საინფორმაციო კამპანიის წარმოება. დღის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ადგილზე აზერბაიჯანულ და სომხურენოვან საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურადაა შეზღუდული მოსახლეობის გადააგილება და საზოგადოების რეაქციები რეკომენდაციების ადეკვატურია.

 

Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi bölgədəki karantin zonalarında mövcud vəziyyət haqqında danışdı Şota Rexviaşvilinin sözlərinə görə Marneuli və Bolnisi munisipalitetlərində vəziyyət sakitdir.

Tibb işçiləri ilə bərabər əhalinin yoxlanılması prosesində iştirak edən könüllülərin sayı artdı. Sahə hospitalı hazırdır və lazımi avadanlıqla təchiz olunmuşdur, lakin bu vaxta qədər bənzər ehtiyac olmamışdır. Etnik azlıqların ana dilində məlumatlandırılması kampaniyası fəal şəkildə davam edir. Gün ərzində Barış və Vətəndaş Bərabərliyi məsələləri üzrə Dövlət Naziri Aparatının nümayəndələri azərbaycan və erməni dillərində məlumat vərəqləri paylayacaqlar. Həyata keçirilən tədbirlər nəticəsində əhalinin bir yerdən digərinə hərəkəti maksimal şəkildə məhdudlaşdırılmışdır və ictimaiyyətin tövsiyələrə reaksiyaları adekvatdır.


  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში საკარანტინო ზონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა