სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!

20 მარტი 2020


გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს, რომელიც ახალი იმედების, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების საწინდარია. 

ჩვენ ერთი სამშობლოს სიყვარული და მის უკეთეს მომავალზე ზრუნვა გვაერთიანებს. მნიშვნელოვნად დიდია თქვენი შრომისმოყვარეობით შეტანილი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 

ჩვენი მეგობრობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ისტორია ბევრ საუკეთესო მაგალითს ინახავს. ტრადიციად ქცეული ძმობა, ერთობა და ტოლერანტობა განსაკუთრებულად იგრძნობა ქვემო ქართლში, რეგიონში, სადაც ხალხთა შორის ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება შეუქცევადი პროცესია. 

ხელისუფლების პირველი პირები, ტრადიციულად, სწორედ ჩვენი რეგიონიდან ულოცავდნენ საზოგადოებას ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს. თუმცა, წელს პირველად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, განსხვავებულ ფორმატში აღვნიშნავთ ამ დღეს. 

მინდა თხოვნით მოგმართოთ თითოეულ თქვენგანს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რათა ხელი შევუწყოთ  Covid 19 -ის გავრცელების პრევენციას. 

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!

ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ საზოგადოებას!

 

Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili Novruz bayramınızı təbrik edir!

Yeni ümidlər, firavanlıq və daha çox inkişafın carçısı olan Novruz xalq bayramınızı təbrik edirəm.

Bizi bir vətənə məhəbbət və onun daha yaxşı gələcəyi üçün qayğı birləşdirir. Əməksevərliyiniz ilə ölkənin iqtisadi cəhətdən güclənməsinə, siyasi və ictimai həyatına verdiyiniz tövhə əhəmiyyətli dərəcədə böyükdür.


Bizim dostluğumuz uzun əsrlərə dayanır və tarixdə bunun bir çox möhtəşəm nümunələri var. Ənənəyə çevrilmiş qardaşlıq, birlik və tolerantlıq xüsusilə Kvemo Kartlidə, xalqlararası inteqrasiya və dinc inkişafın dönməz prosesə çevrildiyi regionda hiss olunur.


Hakimiyyətin yüksək vəzifəli məmurları ənənəvi olaraq, məhz bizim bölgədən ictimaiyyətin Novruz bayramını təbrik edirdilər. Lakin bu il ilk dəfə olaraq, dünyada yaranmış vəziyyətdən və yüksək ictimai məsuliyyətdən irəli gələrək bu bayramı fərqli formada qeyd edirik. 


Hər birinizə xahiş ilə müraciət edirəm ki, Covid 19-un qarşısını ala bilmək üçün Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı və hökumət tərəfindən hazırlanmış tövsiyələri maksimal şəkildə nəzərə alın.


Bir daha səmimi qəlbdən Novruz bayramınızı təbrik edirəm!


Cəmiyyətimizə sağlamlıq və uğurlar arzu edirəm!


  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!