სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ

28 ნოემბერი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ სხვადასხვა არქივში დაცული მასალები. თემის შესახებ ისტორიკოსებმა, ირაკლი ხვადაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ, ისაუბრეს, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით - „ინიციატივა არ ისჯება”, რომელსაც მკვლევარი ანა მარგველაშვილი გაუძღვა.

ღონისძიება, გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. თემატური ექსპოზიცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული არქივის პარტნიორობით მოეწყო.

  • ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ